კოდუას ცემაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა - რას ყვება ნოშრევან ნამორაძის მეუღლე
შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც სამინისტრო იუწყება, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში მივიდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნამორაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუას.
ნოშრევან ნამორაძე ბიზნესმენია, რომლის მეუღლემ, ნინო სუთიძემ 25 აპრილს ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა 2008 წელა მომხდარ ფაქტზე, როცა მის ქმარს ერეკლე კოდუას დავალებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი "ჩაუდეს".
"ჩემი მეუღლე ნოშიკო ნამორაძე ბიზნესმენი, "ტიფლის დეველოპმენდის" დამფუძნებელი გახლდათ. 2008 წელს ერეკლე კოდუას დავალებით შემოვიდნენ სოდის თანამშრომლები, ჩაგვიდეს დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დაიჭირეს ჩემი მეუღლე, რომელიც შემდეგ 500 ათასი ლარისა და წილის დათმობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მე პირადად კი სოდის თანამშრომლებმა შუა ქუჩაში გამაჩერეს და ჩემი კუთვნილი ავტომობილიდან "რენჯროვერიდან" გადმომსვეს. ერეკლეს რომ მანქანები მოსწონდა, ეს არავისთვის სიახლე არ არის".
Noshrevan Namoradze’s wife recalls what happened in 2008 - Watch the video on georgianews.ge