loader

"ჩემი ერთი წლის შვილი იყო მომსწრე, როცა სახლში შემომივარდნენ" - ნოშრევან ნამორაძის აღიარებითი ჩვენება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ერთი წლის შვილი იყო მომსწრე, როცა სახლში შემომივარდნენ" - ნოშრევან ნამორაძის აღიარებითი ჩვენება

"ჩემი ერთი წლის შვილი იყო მომსწრე როცა სახლში შემომივარდნენ და ნარკოტიკი ჩამიდეს. მე ამას არ ვაპატიებდი არც ერეკლე კოდუას და არც დათო კოდუას" - ამის შესახებ შსს-სთან აღიარებით ჩვენებაში დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებულმა ნოშრევან ნამორაძემ ისაუბრა.

1976 წელს დაბადებული ნამორაძე შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში თავად მივიდა და განაცხადა, რომ შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუას. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით.

ბიზნესმენი დავით კოდუა დღეს შუადღისას აბაშიძის 52 ნომერთან მდებარე სილამაზის სალონთან სცემეს, სადაც ის თავის 4 წლის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა.

ასევე იხილეთ:

რა ინფორმაცია მიაწოდა ნანუკა ჟორჟოლიანს ერეკლე კოდუამ ძმის ცემის ფაქტთან დაკავშირებით

კოდუას ცემაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა - რას ყვება ნოშრევან ნამორაძის მეუღლე

დავით კოდუა ვაკეში სალონთან სცემეს, სადაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა მიყვანილი

“My 1-year-old child was there” – Noshrevan Namoradze’s confession - Watch the video on georgianews.ge