loader

ბრიტანეთის ყოფილი პირველი ჩოგანი, 30 წლის ელენა ბალტაჩა სიმსივნით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანეთის ყოფილი პირველი ჩოგანი, 30 წლის ელენა ბალტაჩა სიმსივნით გარდაიცვალა

ბრიტანელი სპორტსმენი, უკრაინული წარმოშობის ელენა ბალტაჩა 30 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

კარიერა ბალტაჩამ 2013 წელს დაასრულა. სპორტსმენი WTA-ს რეიტინგში ტოპ-50 ჩოგბურთელ ქალს შორის იყო. მის აქტივში 11 გამარჯვებაა საერთაშორისო ტურნირებში. ელენამ ჩოგბურთის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო. 2013 წლის დეკემბერში, კარიერის დასრულებიდან მოკლე დროში, ელენა ცოლად გაჰყვა ყოფილ მწვრთნელ ნინო სევერინოს. 2014 წლის მარტში ელენას ღვიძლის კიბო დაუდგინეს.