ოდესის მილიციამ ფარები დაყარა და პრორუს აქტივისტებს გზა გაუხსნა
ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს ოდესელი სპეცრაზმელების უმოქმედობა მაშინ, როცა პრორუსულად განწყობილი აქტივისტები ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოში შეიჭრნენ. სამართალდამცველები მოწოდების შემდეგ ფარებს ყრიან და პრორუსი აქტივისტების აპლოდისმენტების ფონზე დემონსტრაციულად ტოვებენ ტერიტორიას, რომელიც უნდა დაეცვათ.