loader

”ლელომ” 80 წლის მანძილზე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ლელომ” 80 წლის მანძილზე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა

ქართული სპორტის მემატიანე და მკითხველის საყვარელი სპორტული გაზეთი ”ლელო” 80 წლისაა. ისტორიულმა გაზეთმა იუბილე კულტურის ცენტრ "მუზაში" სპორტსმენებთან, ჟურნალისტებსა და ერთგულ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა.
ეზოში სპორტული ფესტივალიც გაიმართა. საჩვენებელი თამაში ჭადრაკის დედოფალმა ნონა გაფრინდაშვილმა ჩაატარა.

ყველაზე პოპულარულ სპორტულ გაზეთს იუბილე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმაც მიულოცა.
ღონისძიების მეორე ნაწილში ქართული სპორტის ისტორია, წარმატებები და გამარჯვებები გაიხსენეს.

”ლელომ” საკუთარი არსებობის მანძილზე საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები გამოავლინა. გამოკითხვაში, რომელიც საიტ ”სპორტალ.გე”-ზე მიმდინარეობდა, 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 80 წლის განმავლობაში საუკეთესო ქართველი ქალი სპორტსმენი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გახდა, მამაკაცებში კი ”ლელოს” ჯილდო ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ დავით ყიფიანს ერგო.

საზეიმო ცერემონიაზე გაზეთმა ”ლელომ”, მისმა რედაქტორმა და ჟურნალისტებმა სიგელები, ჯილდოები და საჩუქრები მიიღეს. ღონისძიების სპონსორები SILK NET-ი, BEFORWARD-ი და CAREXPRESS FORWARDER-ი იყვნენ.
ცერემონიის ბოლოს "ლელოს" ტორტიც გაიჭრა.

“Lelo” newspaper revealed Best Male and Female sports players on its 80th anniversary - Watch the video on georgianews.ge