loader

"ჩემი წიგნის თარო" - სიახლე მკითხველებისთვის, ვისაც პატარა ბიბლიოთეკის შექმნა სურს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი წიგნის თარო" - სიახლე მკითხველებისთვის, ვისაც პატარა ბიბლიოთეკის შექმნა სურს

16 წლის სალომე ჩიტია სკოლის მოსწავლეა. გაკვეთილების შემდეგ თავისუფალი დროის დიდ ნაწილს წიგნის კითხვას უთმობს; ადგილი, კი რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობს, წიგნების მაღაზიაა. სალომეს პირადი ბიბლიოთეკა ჯერ პატარაა, თუმცა მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ბოლო ორი წელია, ახალი გამოცემებით თავად ავსებს საკუთარ ბიბლიოთეკას. "პალიტრა L"-ის პროექტების - "50 და 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ახალ გამოცემებს მეთერთმეტე კლასის მოსწავლე საკუთარ წიგნის თაროს ყოველ კვირას მატებს.

მათ, ვინც "პალიტრა L"-ის ამ პროექტების გამოცემებს საკუთარ ბიბლიოთეკაში ვეღარ ატევს, "პალიტრა მედია" სპეციალურად 100 წიგნისთვის განკუთვნილ თაროებს შესთავაზებს. "ჩემი წიგნის თარო" - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ერთგული მკითხველების თხოვნით შეიქმნა.

პრაქტიკული და მოხდენილი თაროები "ბიბლუსის" ქსელში გაიყიდება და მისი შეძენა მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად შეეძლება. "ჩემი წიგნის თარო" საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ თქვენს 100-წიგნიან ბიბლიოთეკას სახლში მყუდრო ადგილი მიუჩინოთ.