"ცვეტში" ამოვისუნთქეთ პატიმრებმა, სამოთხეში ვართ" - ზარი რუსთავის ციხიდან "რეზიუმეს" ეთერში
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი ლალი მოროშკინა დეპარტამენტის თავმჯდომარის, დიმიტრი დარბაისელის პოლიტიკას აპროტესტებს. ამის შესახებ მან ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ისაუბრა.
როგორც მოროშკინა აღნიშნავს, დეპარტამენტში დარბაისელის დაბრუნება ახალაიას მმართველობის სტილს ჰგავს. დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი ასევე აყენებს მოთხოვნას - დიმიტრი დარბაისელმა და მისმა მოადგილეებმა გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება. მოროშკინას ამ განცხადებას ეთერში რუსთავის მე-6 საპყრობილიდან ზარი მოჰყვა. ეთერში ერთ-ერთმა პატიმარმა დარეკა და ლალი მოროშკინა არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ნახეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად