loader

რობოტი-მანქანა, რომელიც თავისით დადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რობოტი-მანქანა, რომელიც თავისით დადის

თვითმავალი მანქანები არც ისე შორეული მომავლის საქმეა, მათი შეძენა შეიძლება რამდენიმე წელიწადში შეძლოთ. თვითმავალი მანქანის ტექნოლოგიის პრეზენტაცია კორპორაცია ”გუგლმა” კალიფორნიაში ჯერჯერობით მხოლოდ ჟურნალისტებისთვის მოაწყო. პროექტის დირექტორის, ქრის ურმსონის თქმით, ტექნოლოგია თითქმის მზადაა. გარეგნულად რთულია რობოტი-მანქანა სხვა ავტომობილში აგერიოს - სახურავზე ლაზერული სენსორი აქვს დამაგრებული, რომელიც წამში 10 ბრუნს აკეთებს და გარშემო 360 გრადუსზე აკონტროლებს ყველაფერს.

თუმცა, ტექნოლოგიის სრულყოფის პარალელურად შესაძლოა ახალი პრობლემა შეიქმნას: როგორ მიიღებს და დაარეგულირებს მომხმარებელი რობოტ-მანქანებს. თვითმავლების გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ”გუგლის” თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი ამბობს, რომ ტექნოლოგია, შესაძლოა, 2017 წლისთვის იყოს მზად.