loader

ბრაზილიაში სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიაში სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბრაზილიაში სპეცდანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეტა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები ხელისუფლების მიერ ბრაზილიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებლად მილიარდობით დოლარის ხარჯვას აპროტესტებენ.

"ბიბისის" ინფორმაციით, მასობრივი აქციები გაიმართა სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროში. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც მილიარდობით დოლარს ხარჯევს საფეხბურთო ტურნირზე, ნაცვლად სოციალური პროექტებისა.

ამასთან, ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ ბრაზილიაში, პროტესტის ნიშნად მასწავლებლები და საჯარო მოხელეები გაიფიცნენ. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 12 ივნისს დაიწყება.