loader

ინციდენტი სამების ტაძრისკენ მიმავალი მსვლელობის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინციდენტი სამების ტაძრისკენ მიმავალი მსვლელობის დროს

სამების საკათედრო ტაძრისკენ მიმავალი მსვლელობის დროს მცირე ინციდენტი მოხდა. მრევლს რამდენიმე ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი შეუერთდა, რომლებსაც ხელში ეჭირათ ლგბტ-საზოგადოების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატები და ტრანსპარანტები, რომლითაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ჯგუფი სასულიერო პირებმა შეამჩნიეს, ერთ-ერთმა მღვდელმა ახალგაზრდას ხელი აუკრა და პლაკატი ძირს დააგდებინა. როგორც ახალგაზრდების ჯგუფმა განაცხადა, ისინი არანაირ აგრესიას არ მიმართავენ და მათი პლაკატი არასწორად გაიგეს. პატრულმა ახალგაზრდები ძირითად მსვლელობას გაარიდა, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოყვა.