დარიალში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბი შექმნა
დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა ლევან ღირსიაშვილმა გააკეთა.
მისივე განმარტებით, უახლოეს საათებში დარიალის ხეობაში თავად პრემიერ-მინისტრი ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
დარიალის ხეობაში მთის მასა მოწყდა და მდინარე თერგი დააგუბა. პირველადი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული.