loader

"სელფის" გადაღების დროს გოგონები ავარიაში მოყვნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სელფის" გადაღების დროს გოგონები ავარიაში მოყვნენ

მოწოდებებს: "არ დალიო საჭესთან" ან "ნუ იმესიჯებ საჭესთან", მალე ალბათ კიდევ ერთი დაემატება - "ნუ გადაიღებ "სელფის" საჭესთან".

ამ ირანელი გოგონებისთვის ავარია, რომელიც სასაცილო მიზეზმა გამოიწვია, კარგი გაკვეთილი იქნება ბევრი მძღოლისთვის. გზაზე მანქანით მგზავრობისას, დაქალებმა ვიდეოსელფის გადაღება გადაწყვიტეს. ცეკვა-თამაშში მძღოლს რამდენიმე წამით გადაავიწყდა, რომ საჭესთან იჯდა და ინციდენტიც ამ დროს მოხდა - გოგონები ელექტრობოძს შეასკდნენ. საბედნიეროდ, ორივე გადაურჩა "სასიკვდილო სელფის" - დაქალები მცირე დაზიანებებით მოხვდნენ საავადმყოფოში.

ასევე იხილეთ:

მამაკაცის უიღბლო "სელფი" მიმავალი მატარებლის ფონზე

"ოსკარის" ვარსკვლავური "სელფშოტი", რომელმაც რეკორდი მოხსნა