loader

ნიუ-იორკში "ტყუპების" ადგილას ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიუ-იორკში "ტყუპების" ადგილას ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმი გაიხსნა

ნიუ-იორკში, "ტყუპი კოშკების" ნგრევის ადგილზე, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალური მუზეუმი ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნა. ოფიციალური ინფორმაციით, ტერაქტის დროს 2983 ადამიანი დაიღუპა.

მუზეუმის დარბაზებში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკების ნგრევის კადრების ნახვა, გატაცებული თვითმფრინავების მგზავრებისა და იმ ადამიანების ზარების აუდიოჩანაწერების მოსმენა შეიძლება, ვინც მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან აღარ დაბრუნებულა.