loader

ტაილანდში სამხედრო გადატრიალება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაილანდში სამხედრო გადატრიალება მოხდა

ტაილანდში სამხედრო გადატრიალება მოხდა. დღეს ქვეყნის არმიის წარმომადგენლებმა ნაციონალურ ტელემიმართვაში სამხედრო გადატრიალების შესახებ განაცხადეს, კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერეს და ქვეყანაში კომენდანტის საათი შემოიღეს.

ქვეყნის მართვის სადავეების სამხედროების ხელში გადასვლის შესახებ სატელევიზიო ეთერით მოსახლეობას ქვეყნის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალმა პრაიურა ჩან-ოჩამ ამცნო. სამხედროებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ტელევიზიისა და რადიოსადგურის მუშაობა შეაჩერეს.

გადატრიალებას ორი დღით ადრე წინ უძღოდა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება, რაც დაკავშირებული იყო მიმდინარე ანტისახელმწიფოებრივ აქციებთან. არმიის ხელმძღვანელობის განცხადებით, სამხედრო მდგომარეობა ქვეყანაში წესრიგის აღდგენამდე გაგრძელდება.