ირაკლი ალასანიამ სასწავლო ფრენებში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მარნეულის საავიაციო ბრიგადაში იმყოფებოდა. ირაკლი ალასანია პირველად ქვედანაყოფის შტაბს ესტუმრა. შტაბიდან მინისტრმა საავიაციო ტექნიკის დასათვალიერებლად გადაინაცვლა და პირად შემადგენლობას გაესაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მოინახულა. დასრულების ეტაპზეა ლაზარეთი, საქვაბე და ბატალიონის შტაბის შენობა; კოსმეტიკური სამუშაოები უტარდება ყაზარმას. უახლოეს დღეებში დაიწყება ბაზის ტერიტორიის კეთილმოწყობა.
მარნეულის საავიაციო ბრიგადაში სტუმრობა თავდაცვის მინისტრმა სასწავლო ფრენებში მონაწილეობით დაასრულა.
მარნეულის საავიაციო ბრიგადაში სტუმრობა თავდაცვის მინისტრმა სასწავლო ფრენებში მონაწილეობით დაასრულა.