loader

მარნეულში ბანკ "კონსტანტას" ფილიალი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულში ბანკ "კონსტანტას" ფილიალი გაიხსნა

მარნეულში, სულხან-საბას # 2-ში, ბანკ "კონსტანტას" 58-ე ფილიალი გაიხსნა. სერვისცენტრის პრეზენტაციას ბანკ "კონსტანტას" მარნეულის განყოფილების ხელმძღვანელი თენგიზ დიდია, ბანკ "კონსტანტას" ოპერაციების დირექტორი გიორგი ნადარეიშვილი და "თი-ბი-სი" ბანკის ოპერაციების დირექტორი ვანო ბალიაშვილი ესწრებოდნენ.

სერვისცენტრში შესაძლებელია სრული საბანკო მომსახურების მიღება, როგორც საკრედიტო, ისე საოპერაციო მიმართულებით. კერძოდ, სხვადასხვა მიზნობრიობის სესხებით სარგებლობა, ანგარიშების მომსახურება, ანაბრებით სარგებლობა, ფულადი გზავნილებისა და კომუნალური გადახდების განხორციელება.

დღეისთვის ბანკი 2000-მდე მსესხებელს ემსახურება, რომელთა უმრავლესობა მცირე და საშუალო ზომის ფერმერია. ასევე დახმარებას უწევს სხვა მოქალაქეებსაც, განსაკუთვრებით აღსანიშნავია, გზავნილების რაოდენობა.

ბანკ "კონსტანტას" საქართველოს მასშტაბით 58 ფილიალი გააჩნია, მათგან 11 ფილიალი თბილისშია, ხოლო დანარჩენი 47 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არის განთავსებული.
მარნეულში გახსნილი კიდევ ერთი ახალი ფილიალი ბანკ "კონსტანტასა" და "თი-ბი-სი ბანკის" 120-ე ფილიალია.