loader

iPad-ის თაობის ბავშვების რეაქციები 1970-იანი წლების პერსონალურ კომპიუტერზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

iPad-ის თაობის ბავშვების რეაქციები 1970-იანი წლების პერსონალურ კომპიუტერზე

კომედიური პროექტის, The Fine Brothers-ის შემქმნელებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. 6-14 წლამდე ასაკის ამერიკელი მოსწავლეები 1970-იანი წლების ბოლოს შექმნილი Apple-ის პერსონალურ კომპიუტერთან დასვეს და მისი ჩართვა, მასზე მუშაობა და პირველი შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვეს.

ბავშვების უმეტესობას, რომლებიც მშობლების iPad-ს მარტივად იყენებენ ან თავად ფლობენ 21-ე საუკუნის უახლეს ტექნიკას, Apple III-ის კომპიუტერი თავდაპირველად ძველი ტელევიზორი ეგონა. შემდეგ ბავშვებს აპარატის ჩართვა სთხოვეს. მართალია, საბოლოოდ ყველამ შეძლო დამოუკიდებლად მონიტორის ჩართვა, მაგრამ უფროსებს მოუწიათ მინიშნება, რომ სისტემური ბლოკის გადამრთველი მის უკანა ნაწილშია.

აპარატის ჩართვის შემდეგ ბავშვები გაოგნებულნი იყვნენ მისი ხმაურით, "არასტუმართმოყვარე" შავი ეკრანითა და "უმაუსობით". ამასთან, ყველა აღშფოთდა, რომ კომპიუტერით ინტერნეტში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.