ნოვაკ ჯოკოვიჩმა წვიმის დროს ბურთების მომწოდებელი ბიჭი "შეიფარა"
საფრანგეთის ღია პირველობაზე მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წვიმის დროს საკუთარი ქოლგის ქვეშ ბურთების მიმწოდებელი ბიჭი "შეიფარა", მასთან ერთად გამაგრილებელი სასმელი დალია და გაესაუბრა კიდეც. სპორტსმენის ამ საქციელმა ტრიბუნებზე მაყურებელთა ოვაცია დაიმსახურა.