loader

ენტონი ჰოპკინსი, ხავიერ ბარდემი, ემი ვაინჰაუსი და სხვა ცნობილი ადამიანები ინგლისის ქუჩებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ენტონი ჰოპკინსი, ხავიერ ბარდემი, ემი ვაინჰაუსი და სხვა ცნობილი ადამიანები ინგლისის ქუჩებში

გრაფიტის ხელოვნება ახალ საფეხურზე - ასკეს მეტსახელით ცნობილმა 39 წლის გრაფიტის ბრიტანელმა არტისტმა ინგლისური ქალაქების ქუჩებში, შენობების კედლებზე კინოვარსკვლავებისა და ცნობილი მომღერლების საოცრად რეალისტური პორტრეტები შექმნა. ასკეს ამ ნამუშევრებს შორის არის ენტონი ჰოპკინსის, ხავიერ ბარდემის, ქრისტოფერ უოქენის და ემი ვაინჰაუსის სამმეტრიანი ფრესკები. თითოეული პორტრეტის შექმნას გრაფიტის ოსტატმა ორი დღე მოანდომა. მუშაობის პროცესის თაიმლაპს ვიდეო კი ინტერნეტში ატვირთა. ასკე, რომელიც წარმოშობით მანჩესტერიდანაა, გრაფიტის სხვა მხატვრებისგან განსხვავებით, სულაც არ ზრუნავს იმაზე, რომ ყველასგან უჩუმრად იმუშავოს, რადგან ისეთ ადგილებს ირჩევს, სადაც კედლებზე ხატვას კანონი არ კრძალავს.