ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. "ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად, გადავდექი აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, შეინარჩუნეთ სამოქალაქო მშვიდობა და მოგიწოდებთ, ჩაატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში", – ნათქვამია ხალხისადმი ანქვაბის მიმართვაში.
გუშინ, დღის პირველ ნახევარში დე ფაქტო პრემიერი და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ანქვაბის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.
გუშინ, დღის პირველ ნახევარში დე ფაქტო პრემიერი და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ანქვაბის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.