loader

"ალ ჯაზირა" - საქართველო მიგრანტებს ვიზის გაგრძელებაზე უარს ეუბნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალ ჯაზირა" - საქართველო მიგრანტებს ვიზის გაგრძელებაზე უარს ეუბნება

"საქართველო მიგრანტებს ვიზის გაგრძელებაზე უარს ეუბნება", - ამ სათაურით აქვეყნებს ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" რობინ ფორესტერ-უოკერის რეპორტაჟს საქართველოდან. როგორც ავტორი აღნიშნავს, ერთ დროს საქართველოში მიესალმებოდნენ უცხოელი ბიზნესმენების მიერ სასოფლო მიწების შესყიდვას, თუმცა საქართველოში მყოფი ბევრი აზიელი ახლა იძულებულია, დატოვოს ქვეყანა, რადგან უარს ეუბნებიან ვიზის გაგრძელებაზე.

ამასთან, ავტორის თქმით, თებერვალსა და მარტში საქართველოს იუსტიციის სახლმა 50%-ზე ნაკლებ აზიელსა და ირანელს გაუგრძელა ვიზა, მაგრამ ბევრს ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრა. რობინ ფორესტერ-უოკერი ასევე აღნიშნავს, რომ კრიტიკოსთა განცხადებით, საქართველო ამით უცხოურ ინვესტიციებს კარგავს.

ასევე იხილეთ:

ინდოელი ფერმერები და შეშფოთებული ქართველი გლეხები ინდური ტელეკომპანიის სიუჟეტში

"ინდოელი ფერმერები საქართველოში უკმაყოფილებას იწვევენ" - "ალ ჯაზირას" რეპორტაჟი კახეთიდან