ცალფეხა მოცეკვავემ ინდოეთიდან მთელი მსოფლიოს გული მოიგო
ინდოეთის ”ტალანტების შოუში” ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა - 27 წლის ექთანმა საბრით კაურ ღუმანმა მარტო თანამემამულეების კი არა, უამრავი ინტერნეტმომხმარებლის გულიც დაიპყრო. ახალგაზრდა ქალმა ცალი ფეხი 2009 წელს მოტოციკლის ავარიაში დაკარგა. მას სიარულის თავიდან სწავლა მოუხდა, მაგრამ საბრითი ამას არ დასჯერდა და ცეკვის სწავლას შეუდგა. ის თურმე ბავშვობაშიც ცეკვავდა, მაგრამ მშობლებმა ნება არ დართეს მოცეკვავე გამხდარიყო და ექთნის პროფესია აარჩევინეს. როგორც ჩანს, ცეკვა მაინც ქალის ბედისწერა იყო. ქორეოგრაფიული სტუდიიდან პირდაპირ ინდურ ”ტალანტების შოუზე” გავიდა და ფურორი მოახდინა.