loader

როგორ ასწავლიან ტრანსგენდერები ინდოელ მძღოლებს ღვედის ტარებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ასწავლიან ტრანსგენდერები ინდოელ მძღოლებს ღვედის ტარებას

ინდოეთში მუმბაის ხელისუფლებმა ურჩი მძღოლების ყურადღების მისაპყრობად უჩვეულო ხერხს მიმართეს - ტრანსგენდერებისგან ე.წ. ღვედის ჯგუფი შეადგინეს. ამ ჯგუფის მოვალეობა მძღოლებისთვის უსაფრთხოების წესების ახსნაა, ოღონდ მეტად უჩვეულო ხერხით...

ჰიჯრები, როგორც ტრანსგენდერ კაცებს ინდოეთში ეძახიან, ხელშეუხებლებად და გასხივოსნებულებად ითვლებიან. როგორც წესი, ისინი გზებზე დგანან ხოლმე და ცოტაოდენი ფულის სანაცვლოდ თავიანთი ნიშანდობლივი ტაშით ულოცავენ გზას მძღოლებს. ჰიჯრების "უსაფრთხოების ღვედის ჯგუფი" ახლა გზებზე დაახლოებით ისეთ წარმოდგენას აწყობს, როგორც ბორტგამცილებლები თვითმფრინავში - ისინი დგანან და ჟესტებითა და ტაშის კვრით უხსნიან მძღოლებს უსაფრთხოების წესებს. ამ წამოწყებას ენთუზიაზმით შეხვდნენ როგორც მძღოლები, ისე ტრანსგენდერების თემის წევრები.