loader

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებისაგან ადვოკატების - გოგა ონიანისა და ირაკლი ზაქარეიშვილისთვის საადვოკატო საქმიანობისთვის ხელისშემშლელი ფაქტების შესწავლას ითხოვს.

ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გოგა ონიანისა და ირაკლი ზაქარეიშვილის ხელისშემშლელ ფაქტებზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ევროპის ადვოკატთა ასოციაციას მიმართა და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაუგზავნა მტკიცებულებები. ხატიაშვილის თქმით, წერილში ასოციაციის პრეზიდენტი ალდო ბალგარელი მოითხოვს, ადვოკატთა მიმართ შეწყდეს არასამართლებრივი ქმედებები, მოხდეს ადვოკატების საქმიანობის უფლების შეზღუდვის ფაქტების შესწავლა და მიიღონ ზომები დამნაშავე პირების მიმართ, რათა ისინი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ.