სკოლის დაცვამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე უმოწყალოდ სცემა
ოკლაჰომას ერთ-ერთი სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამენ სკოლის დაცვის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეს. 17 წლის ფრანცისკო მარტინესს თავს 23 წლის მარკელ მიტჩელი დაესხა. მარტინესის თქმით, მას ლიფტთან ცემა დაუწყეს და ძირს დააგდეს, შემდეგ კი გაათრიეს და მეორე ოთახში გაგრძელეს მასზე ფიზიკური ძალადობა. სკოლის ადმინისტრაციამ მარკელ მიტჩელი მაშინვე გაათავისუფლა დაკავებული პოსტიდან. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.