loader

რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკების ქვეშ მასობრივი ქორწილი გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკების ქვეშ მასობრივი ქორწილი გაიმართა

10 ბრაზილიელ წყვილს რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკების ფერხთით დაქორწინების შესაძლებლობა მიეცა.

მასობრივ ღონისძიებას ორგანიზება ადგილობრივმა პოლიციამ გაუკეთა. ახალდაქორწინებულებს შორის პოლიციელებიც არიან: 10 ნეფიდან ოთხი ოფიცერია, სხვა ექვსი კი ღარიბი უბნების მაცხოვრებელია, სადაც ეს პოლიციელები პატრულირებენ.

სამართალდამცავების თქმით, ქორწილის ორგანიზებით სურდათ ეჩვენებინათ, რომ რიგით მოქალაქეებთან ერთად მათ ერთი მიზანი აქვთ - შეინარჩუნონ მშვიდობა.

ტანსაცმლითა და მაკიაჟით პატარძლები ადგილობრივმა საქორწინო სალონებმა უზრუნველყვეს, ხოლო ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ახალდაქორწინებულთათვის საზეიმო მიღება მოაწყო.