loader

სოციალური დახმარება 5200 ოჯახს მოეხსნა და 5 ათასს დაენიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოციალური დახმარება 5200 ოჯახს მოეხსნა და 5 ათასს დაენიშნა

რაც დრო გადის, მით უფრო ზედმეტად ვთვლი აბსურდულ ბრალდებებზე თავის მართლებას, - ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ სოციალური დახმარების სიიდან ასი ათასზე მეტი გაჭირვებული ამოიღო.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5215 ოჯახს სოციალური დახმარება, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, გადამოწმების შედეგად შეუწყდა. შემწეობის შეწყვეტის მიზეზი, უმეტესად, დამატებითი შემოსავლების და ავტომობილის პირად საკუთრებაში არსებობა გახდა.

ამასთან, მიმდინარე წელს საარსებო შემწეობა 5000 ოჯახს დაენიშნა. სულ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 452 806 ადამიანს შეადგენს.