loader

ბიონსემ ვიდეოკლიპში თბილისი-ცხინვალი-გორის ტრაფარეტის კადრი გამოიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიონსემ ვიდეოკლიპში თბილისი-ცხინვალი-გორის ტრაფარეტის კადრი გამოიყენა

შოუბიზნესის ვარსკვლავის, ბიონსეს სიმღერის Girls Who Run the world ვიდეოკლიპში თბილისი-ცხინვალი-გორის ტრაფარეტის კადრია გამოყენებული. კლიპის კადრებში დაპირისპირება, კონფლიქტი, ძალადობაა ასახული. სიმღერის ტექსტში კი აქცენტი ქალების და მამაკაცების დაპირისპირებაზეა.
ვიდეოკლიპში 1.50 წუთზე ჩანს დაზიანებული ტრაფარეტი წარწერით "თბილისი-ცხინვალი-გორი", რომლის წინაც ბიონსე დგას და ჯაჭვებით ორი აფთარი უჭირავს.
ბიონსეს კლიპი Girls Who Run the world პორტალ Youtube-ზე 18 მაისს განთავსდა.