ჟურნალისტებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის შანტაჟი გააპროტესტეს
ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილმა 13 მედიასაშუალების წარმომადგენელმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელის, მედეა ვასაძის მიერ "ტელეარხ 25"-ის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული შანტაჟი და მუქარა გააპროტესტა.