"სულელი და უფრო სულელი" დაბრუნდნენ
14 ნოემბერს 1994 წლის ცნობილი კომედიის, "სულელი და უფრო სულელის" სექველის პრემიერა შედგება. მთავარ როლებს კვლავ ჯიმ ქერი და ჯეფ დენიელსი ასრულებენ. სიუჟეტი ძველი მეგობრების - ჰარი დანის და ლოიდ კრისტმასის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც მოგზაურობაში მიდიან, რათა იპოვონ ჰარის შვილი, რომლის შესახებ აქამდე არაფერი სმენიათ.