გიორგი ქადაგიძე მომხმარებლებს ე.წ. საკრედიტო მახეების შესახებ აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მომხმარებლებს ე.წ. საკრედიტო მახეების შესახებ აფრთხილებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქადაგიძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა სესხის აღებისას არა მხოლოდ კარგად წაიკითხონ ხელშეკრულებები, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორებიცაა განვადება, საკრედიტო ბარათი და სესხის გადაფარვა.