ოკლაჰომას ზოოპარკში პირველი მამრი ლომ-ვეფხვი დაიბადა
ამერიკაში, ოკლაჰომას შტატის ზოოპარკში ლომ-ვეფხვის ბოკვერები დაიბადნენ. მათგან ერთი მამრია, როგორც ზოოპარკის დირექტორი ირწმუნება - ლომ-ვეფხვის პირველი მამრი ბოკვერი მსოფლიოში. ამ პატარების მამა წმინდა სისხლის ლომია, სახელად სიმბა, დედას კი აკარა ჰქვია და ისიც მეტისია - ლომისა და ვეფხვის ნაჯვარი.