loader

მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა

"ფორმულა 1"-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა და გრენობლის საავადმყოფო დატოვა. ამასთან, გერმანელი პილოტის ოჯახის განცხადებით, 45 წლის მიხაელ შუმახერი სარეაბილიტაციო კურსს საავადმყოფოს გარეთ, საზოგადოებისთვის დაფარულ ადგილას გააგრძელებს.

გერმანელმა პილოტმა უმძიმესი ტრავმა საფრანგეთის ალპებში, თხილამურებით სრიალისას გასული წლის 29 დეკემბერს მიიღო. დეკემბრიდან მოყოლებული, ექიმები მიხაელ შუმახერს ხელოვნურ კომაში ამყოფებდნენ.

მიხაელ შუმახერმა 19-წლიანი კარიერა 2012 წელს დაასრულა.

Schumacher out of coma and leaves French Hospital - Watch the video on georgianews.ge