ქართული "X ფაქტორის" კონკურსანტი მებო გალიაში ჩასვეს
”რუსთავი 2”-ის თოქ-შოუ "X ფაქტორის" მეოთხე ლაივ-კონცერტი საქველმოქმედო მიზნებს დაეთმო. ერთ-ერთმა კონკურსანტმა მებომ, რომელიც გიორგი გაბუნიას ჯგუფშია, მაყურებელს OneRepublic - Counting Stars შესთავაზა. კონკურსანტმა საზოგადოებას საინტერესო მიზანსცენა წარმოუდგინა: სიმღერის მსვლელობისას ის გალიაში ჩასვეს. მებომ, როგორც ყოველთვის, ჟიურის დადებითი შეფასება დაიმსახურა.