loader

ლუგანსკში დაბომბვას ორი რუსი ჟურნალისტი ემსხვერპლა: კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლუგანსკში დაბომბვას ორი რუსი ჟურნალისტი ემსხვერპლა: კადრები შემთხვევის ადგილიდან

ლუგანსკის ოლქში, დაბომბვის შედეგად, ორი რუსი ჟურნალისტი დაიღუპა. Russia Today ავრცელებს ვიდეომასალას, რომელზეც, მათი ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული დაბომბვის კადრებია ასახული.

ჟურნალისტები ლუგანსკთან ახლოს, სოფელ მირნოეში იმყოფებოდნენ. დაბომბვისას ადგილზე დაიღუპა Россия 24-ის თანამშრომელი ანტონ ვოლოშინი, ხოლო დაიჭრა ამავე ტელეკომპანიის კორესპონდენტი იგორ კორნელიუკი, რომელიც მოგვიანებით საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. გადამღები ჯგუფის მესამე წევრი კოლეგებისგან მოშორებით იმყოფებოდა და გადარჩა.