"სისხლმდინარე" ხეები: მითი თუ ბუნების ფენომენი?
სისხლმდინარე ხეების ფენომენი, ”ბიბისი”-ს დოკუმენტური ფილმების სერიაში - ”მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო მოვლენები” - გავიდა. მისტიკურმა წითელმა სითხემ, რომელიც ახლადმოჭრილი ხის მერქნიდან დინება დაიწყო, ბევრი კითხვა გააჩინა. თუმცა, როგორც მეცნიერებმა მოგვიანებით განმარტეს, ხის, Pterocarpus angolensis -ის "წვენს" წითელი შეფერილობა აქვს, რის გამოც ხალხში სისხლის ასოციაციას იწვევს და მას "სისხლმდინარე ხის” სახელით მოიხსენიებენ. იგი დაახლოებით 15 მეტრს აღწევს და სხვა ხეებისგან განსაკუთრებით მუქი ფერის მერქნით გამოირჩევა.