ჩოგბურთის ლაინსმენს 200 კმ/სთ სიჩქარით გატყორცნილი ბურთი თავში მოხვდა
ინგლისში საჩოგბურთო-საგამოფენო ტურნირის დროს სასაცილო ეპიზოდი მოხდა. ამერიკელი ჩოგბურთელის ჯეიმს სოკის უიღბლოდ ჩაწოდებული და 200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გატყორცნილი ბურთი ლაინსმენ გოგონას მოხვდა. გოგონა გადარჩა, ჩოგბურთელებმა და მაყურებლებმა კი რამდენიმე წუთით იხალისეს.