რატომ ახტებიან ესპანელი მამაკაცები ჩვილ ბავშვებს
ესპანეთის პატარა ქალაქ კასტრილო დე მურსიაში 1620 წლიდან უჩვეულო სანახაობა იმართება. ადგილობრივები ქალაქის ქუჩებში სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოწყობილები გამოდიან და სხვადასხვა თამაშობაში იღებენ მონაწილეობას. ჩვილებზე ხტომა ამ დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. მშობლები ერთ წლამდე ასაკის პატარებს მიწაზე გაშლილ ლეიბებზე აწვენენ, ეშმაკის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები კი მათზე ხტუნავენ.
ადგილობრივებს სწამთ, რომ ამით პატარებს ავ სულებს დაუფრთხობენ. რიტუალი საუკუნეების მანძილზე იმართება და საკმაოდ სახიფათოდ ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე ბავშვების დაზიანების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.