ჰოლივუდის ვარსკვლავები მსოფლიოს ქალებისთვის განათლების მხარდასაჭერად
ორგანიზაცია USAID-ის მიერ შექმნილ სოციალურ რეკლამაში ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები მოგვითხრობენ, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში 62 მილიონი გოგონაა, რომელსაც არ აქვს საშუალება იაროს სკოლაში და მიიღოს განათლება. ენ ჰეთევეი, ჯენიფერ გარნერი, სიუზან სარანდონი და სხვა ცნობილი სახეები გამოდიან მთელი მსოფლიოს ქალებისთვის განათლების მიღების უფლების მხარდასაჭერად.