სიმღერა, რომლითაც იურმალაში ნუცა ბუზალაძე წარსდგება
22 ივლისს იურმალაში "ახალი ტალღა 2014"-ის კონკურსი იწყება. წელს საქართველოს კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პროექტიდან "ერთი ერთში" გაიცნო. ნუცას პროდიუსერები კახა მამულაშვილი და ლელა წურწუმია არიან.
ქართველი კონკურსანტი იურმალაში სამი სიმღერით წარსდგება. მათ შორის ერთ-ერთს - "ყვავილების ქვეყანას" ნუცა ბუზალაძე სოფო ხალვაშთან ერთად იმღერებს. ბოლო საკონკურსო დღეს, რომელზეც სპეციალურად კონკურსანტისთვის დაწერილი სიმღერა სრულდება, 17 წლის მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილის In My Dreams-ს შეასრულებს. სიმღერის პრემიერა "ტელეიმედზე", "დღის შოუში" შედგა.