loader

ბათუმური სტრიტ-არტი: ფრანგი მხატვრები ქალაქში კედლებს ხატავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმური სტრიტ-არტი: ფრანგი მხატვრები ქალაქში კედლებს ხატავენ

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში სტრიტ-არტ ფესტივალი (ქუჩის ხელოვნება) დაიწყო. გალერეა "დაიჭირე სიზმრის" ფრანგი მხატვრები ბათუმში ათამდე კედელს მოხატავენ. უცხოელ ხელოვანებს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 6 სტუდენტი დაეხმარება.

ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის სხვადასხვა უბანში ტურისტებსა და ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ, თვალყური ადევნონ ხატვის პროცესს. ფესტივალი ტარდება აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.