loader

სოფელ მლეთას წალეკვა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ მლეთას წალეკვა ემუქრება

დუშეთის რაიონის სოფელ მლეთას მოსახლეობა დიდი ხანია ტრაგედიის მოლოდინში ცხოვრობს. ზემო მლეთის მკვიდრთა იმ ნაწილს, რომელიც არაგვის პირას, ჭალასთან ახლოს სახლობს, ღვარცოფისგან წალეკვა ემუქრება. ღვარცოფმა ქვა-ღორღით უკვე დაახლოეობით ათი მეტრის სიმაღლეზე ამოავსო ჭალა. არაგვი მთიდან ჩამოსულ უზარმაზარ მასას ვეღარ ერევა. 
ღვარცოფმა უკვე სანახევროდ დამარხა რამდენიმე სახლი. ბოლოს, ერთი წლის წინ მოვარდნილ ნიაღვარს გადაურჩნენ მოხუცები, ქალები და ბავშვები.
საქართველოში 30 ათასზე მეტი ეკომიგრანტი ირიცხება.
საქართველოს კანონმდებლობა დეფინიციას - "ეკომიგრანტი" არ ცნობს, შესაბამისად არ არსებობს მათი დახმარების, სოციალური გარანტიების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი. არადა, გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ ნებისმიერ სახელმწიფოს ავალდებულებს იზრუნოს ამ კატეგორიის მოქალაქეებზე.
რისკის ზონაშია არა მარტო სოფელი მლეთა, თიანეთის რაიონის სოფელი შარახევიც, სადაც გასული წლის სექტემბერში მეწყერი ჩამოწვა და სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყვიტა. მთიელებს მთის დატოვება და სხვაგან წასვლა არ სურთ. თუმცა, სტიქიის შიშით უკვე დიდი ხანია მორიგეობით სძინავთ. კაცები ოჯახებს დარაჯობენ, რომ უცებ მოვარდნილმა ღვარცოფმა ცოლ-შვილი არ მოსტაცოს.

ავტორი : ეკა ლომიძე

ამ თემაზე ვრცელი სტატია წაიკითხეთ გაზეთ ”კვირის პალიტრის” 23 მაისის ნომერში.