loader

"მოგესალმებით ევროპულ ოჯახში!" - ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს ქართულად ულოცავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოგესალმებით ევროპულ ოჯახში!" - ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს ქართულად ულოცავს

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველო რამდენიმე საათში მოაწერს ხელს. ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს და ქართველ ხალხს "ევროპულ ოჯახში" გაწევრიანებას ქართულად ულოცავს.

"მივესალმები და გილოცავთ ევროპულ არჩევანს. ეს არის გზა მეტი თავისუფლებისკენ, დემოკრატიისა და ევროპული კეთილდღეობისკენ. ლიტვა და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თქვენს მტკიცე პარტნიორად ვრჩებით. ეს ჩვენი საერთო შესაძლებლობაა, გაგიზიაროთ ის საუკეთესო, რაც გაგვაჩნია – ღირებულებები და პარტნიორობა. ეს უდიდესი დღეა ევროპისთვის, რადგან ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ევროპული ცხოვრების წესს", - აცხადებს მიმართვაში დალია გრიბაუსკაიტე.

Georgian congratulations from Lithuanian President on signing EU Association Agreement - Watch the video on georgianews.ge