კიევში უკრაინის დროშის ფერებში ფლეშმობი მოეწყო
ერთიანი უკრაინისადმი მიძღვნილი კიევური ფლეშმობი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა. ახალგაზრდობის დღეს სოფიას მოედანზე მოწყობილ ფლეშმობში 1200 კიეველმა და ქალაქის სტუმარმა მიიღო მონაწილეობა. მოედანზე ახალგაზრდები ისე მოეწყვნენ, რომ უკრაინის დროშის 25/35 მეტრზე ფიგურა გამოვიდა. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა ღონისძიება ოფიციალურად დააფიქსირეს. ფლეშმობის ორგანიზატორების თქმით, ასეთი აქციები მოქალაქეების მორალური სულისკვეთების ასამაღლებლადაა საჭირო.
"გასართობი პროგრამები და კონცერტები მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი იყო. ამიტომაც ეს ფლეშმობი უადგილოდ არ მიგვაჩნია, თუნდაც მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა. ზუსტად მორალური სულისკვეთება აძლევს ძალას ადამიანებს", - აღნიშნავენ ფლეშმობის ორგანიზატორები.