საქარე მინას ჩაფრენილი მამაკაცი საავტომობილო გზაზე მიქრის
მგზავრმა ჩრდილოეთ კაროლინაში, საავტომობილო გზაზე, უჩვეულო სცენა გადაიღო: "ექსტრემალი" მამაკაცი მანქანის უკანა საქარე მინას იყო ჩაფრენილი. შეიძლება სულაც არ იყო ექსტრემალი და დამნაშავეების დაჭერას ცდილობდა, მანქანაში რომ ისხდნენ, ან სულაც თვითონ იყო დამნაშავე და ამ გზით აპირებდა თავის დაძვრენას - ამდენი არც ვიდეოს გადამღებმა იცის და შესაბამისად, ვერც ჩვენ გავიგებთ.