დაკუნთული ქალების მკლავჭიდი ქველმოქმედებისთვის
სიგარეტი, ბურბონი და მკლავჭიდი ვაშინგტონურ სამიკიტნოში - ალბათ, თვალწინ სიგარეტის კვამლში გახვეული წვერიანი კაცები წარმოგიდგათ. თუ ასეა, კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ - ხელის გადაწევის ტურნირი ქალებს შორის შედგა. თუმცა, მონაწილეებს არც ბურბონისთვის დაუკლიათ ხელი და არც მოწევისთვის. ფინალში "ემი სმეკჰაუსი" და "დონა დიაბლა" დარჩნენ.
საბოლოოდ, ემიმ გაიმარჯვა. მართალია, შეჯიბრება ძალიან არაფორმალურად გამოიყურება, მაგრამ მეტად კეთილშობილური მიზეზით - ქველმოქმედების გამო ჩატარდა. შემოსული ფული ადგილობრივი სკოლების ფონდს გადაეცა.
საბოლოოდ, ემიმ გაიმარჯვა. მართალია, შეჯიბრება ძალიან არაფორმალურად გამოიყურება, მაგრამ მეტად კეთილშობილური მიზეზით - ქველმოქმედების გამო ჩატარდა. შემოსული ფული ადგილობრივი სკოლების ფონდს გადაეცა.