"აუტანელი ბოსები" დაბრუნდნენ! - ძალიან სასაცილო კომედიის სიქველი
26 ნოემბერს ძალიან სასაცილო კომედიის, "აუტანელი ბოსები 2"-ის მსოფლიო პრემიერა შედგება. სასოწარკვეთილი ბიჭების - კურტის, დეილისა და ნიკის როლებს ისევ ჯეისონ სუდეიკისი, ჯეისონ ბეიტმანი და ჩარლი დეი თამაშობენ. პირველი ნაწილის მსგავსად, ფილმის სიქველში ჯენიფერ ენისტონი და კევინ სპეისიც მონაწილეობენ.
"აუტანელი ბოსები 2"-ში სამეული საკუთარი ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტს. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ინვესტორი, რომელიც წინა ბოსებზე უარესი ტირანი აღმოჩნდება. კურტი, დეილი და ნიკი ახალი ბოსის მოსაშორებელ გეგმას შეიმუშავებენ - ინვესტორის უფროსი ვაჟის გატაცებას, მასში გამოსასყიდის მოთხოვნას და ზეწოლისა და ტირანიისგან გათავისუფლებას გადაწყვეტენ. რა თქმა უნდა, გეგმა მხოლოდ სიტყვითაა უნაკლო, საქმეში კი რაღაც არასწორად წავა...