ლადო ბედუკაძე, რომელიც თავად აღიარებს ადამიანების გაუპატიურებას, დღეს გმირია - ანი ნადარეიშვილი
ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა ბაჩო ახალაიასთვის დღეს წაყენებულ ბრალდებაზე "მაესტროს" "ცხრიანში" ისაუბრა. მისი თქმით, ეს ბრალდება არის სრულიად უსაფუძვლო და აგებულია ლადო ბედუკაძეზე, რომელიც ნადარეიშვილის თქმით, "თვითონვე აღიარებს ათასი ადამიანის გაუპატიურებას, გაუბედურებას, შიდსიანია და რაღაც უბედურებები ჭირს".