loader

45 კგ ნაძარცვი ოქრო-ვერცხლი და სპეცოპერაცია "მტკვარი": იტალიაში ქართველი კრიმინალები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

45 კგ ნაძარცვი ოქრო-ვერცხლი და სპეცოპერაცია "მტკვარი": იტალიაში ქართველი კრიმინალები დააკავეს

იტალიის ქალაქ ნოვარას პოლიციამ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის ფარგლებში დანაშაულებრივი ჯგუფის 44 წევრი დააკავა. სპეცოპერაცია "მტკვარი" (რუსული სახელწოდებით "Kura") ნოვარას პოლიციამ 2 ივლისს ჩაატარა. დაკავებულთა შორის, ძირითადად, ქართველები არიან, რომლებიც ე.წ. რუსულ მაფიას მიეკუთვნებიან და ჩრდილოეთ იტალიაში ძარცვავდნენ ბინებს.

სპეცოპერაციის დროს 45 კილოგრამი ოქროს სამკაული და 200 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და სხვადასხვა სახის ძვირფასეულობა ამოიღეს. საერთო ჯამში, პოლიციამ 3 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ქონების კონფისკაცია მოახდინა.