ბათუმში მშენებარე სახლის ხარაჩოდან მამაკაცი გადმოვარდა
ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე სახლის ხარაჩოდან 50 წლამდე ასაკის მამაკაცი 4 მეტრამდე სიმაღლიდან გადმოვარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა გიორგი კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, პაციენტს აქვს ქალა-ტვინის ღია ტრავმა და სხვადასხვა სახის დაჟეჟილობები. მისივე თქმით, ტრავმები სერიოზულია და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა.